SAMSON - Pfeiffer

სარქველების მწარმოებელი ქიმიური მრეწველობისთვის

SAMSON - Pfeiffer

Pfeiffer Chemie-Armaturenbau GmbH მდებარეობს ჰოლანდიის საზღვრის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ კემპენში. ჩვენი სამოშაო ძალა, რომელიც დაახლოებით 200 ადამიანისგან შედგება, ქმნის და აწარმოებს სარქველებს, რომელიც იყიდება მთელ მსოფლიოში.
ჩვენ სპეციალიზირებული ვართ, PTFE ან PFA- სგან დამზადებული მაღალი ხარისხის სარქველების წარმოებაში. სარქვლის რთული ზედაპირის შიდა ნაწილში ჩამოსხმა ნამდვილად საინჟინრო გამოწვევაა, განსაკუთრებით ერთიანი სისქისა და ზედაპირის უმაღლესი ხარისხის მისაღწევად, კავიტაციის გარეშე. ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციაა სხვადასხვა კერამიკული საყრდენები, ბურთულიანი სარქველები, პეპლისებრი სარქველები და უჟანგავი ფოლადის და იშვიათი შენადნობებისგან დამზადებული ბურთულიანი სარქველები, როგორიცაა ტიტანი და ტანტალი.
ჩვენი მოღვაწეობის დამატებითი სფეროა, ფიგინგის (მილსადენის გაწმენდა) სრული სისტემის ინსტალაცია, რომელიც მორგებულია მომხმარებლის საჭიროებაზე. სპეციალური ზონდის მეშვეობით ხდება მილსადენის გაწმენდა მისი მუშაობის შეფერხების გარეშე, რაც ამცირებს პროდუქციის დანაკარგს და იძლევა მედიის შეცვლის საშუალებას.